აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი: ტრამპის ადმინისტრაცია არჩევნების დროს შესაძლო თაღლითობას გამოიძიებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის განცხადებით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო თაღლითობის ბრალდებები გამოძიებული აუცილებლად უნდა იყოს,-ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

მისი განმარტებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას განზრახული აქვს, რომ კენჭისყრის სისტემის ანალიზი განახორციელოს.

“გასული წლის არჩევნების დროს ხმის მიცემის სისტემასთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია ამომწურავ ანალიზს ჩაატარებს”, – განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აპირებს ხელი მოაწეროს განკარგულებას, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს შესაძლო თაღლითობის ფაქტის გამოძიების შესახებ.

ipress.ge

Comments
Loading...