მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები რუბრიკით – სასწრაფო აქვეყნებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აშშ-მა და რუსეთმა სირიაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის პირობებისა და ვადების შეთანხმებული გეგმა შეიმუშავეს.
“აშშ და რუსეთი აცხადებენ, რომ სირიაში ცეცხლი შეწყდება 2016 წლის 27 იანვარს, დამასკოს დროით 00:00 -საათიდან. საომარი მოქმედებების შეწყვეტა შეეხება სირიის კონფლიქტის მონაწილე იმ მხარეებს, რომლებმაც აღარეს და მიიღეს შეთანხმების პირობები”, – ვკითხულობთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ აშშ-სა და რუსეთის ერთობლივ განცხადებაში.
მხარეების თქმით, ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ გავრცელდება “ისლამურ სახელმწიფოსა” და სირიაში მოქმედ კიდევ რამდენიმე ტერორისტულ ორგანიზაციაზე.