აშშ მხარს უჭერს თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ქვეყნის საჰაერო სივრცე

პარიზში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტამა ბარაკ ობამამ თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განაცხადა რომ აშშ მხარს უჭერს თურქეთის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ქვეყნის საჰაერო სივრცე.
“ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ შეუძლია თურქეთს და რუსეთს ერთობლივი მუშაობა დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით”, – განაცხადა ობამამ.
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განიხილებოდა თურქეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის და პრობლემების მოსაგვარებლად დიპლომატიური გზების მოძებნის შესაძლებლობა

Comments
Loading...