აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობა გამოხატვისა და მედიის თავისუფლების უფლებას ხშირად ადეკვატურად არ იცავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა გამოხატვისა და მედიის თავისუფლების უფლებას ხშირად ადეკვატურად არ იცავს.

ანგარიში დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„პარლამენტის უუნარობამ, სამი წლის განმავლობაში აერჩია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის საბჭოს 8 წევრი, გააჩინა ეჭვი, რომ შერჩევის პროცესის პოლიტიზირება ხდებოდა და ნეგატიურ გავლენას ახდენდა ტელევიზიის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მესამე სექტორის განცხადებით, ხელისუფლების და ყოფილი ჩინოვნიკების მიერ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის განუწყვეტელი კრიტიკა, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების წინააღმდეგ მიმართული გამოძიებები, თვითცენზურამდე მიდის.

“ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოხატეს შეშფოთება მედია პლურალიზმის გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა ქვეყნის წამყვანი სატელევიზიო მაუწყებლების, მათ შორის მისი წამყვანი სადგურის, რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობისთვის დამაზარალებელ მოვლენათა განვითარებას”, – აღნიშნულია ანგარიშში.

Comments
Loading...