ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სენატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის ახალი წევრი დაამტკიცა.
CNN-ის ინფორმაციით, გენერალი ჯეიმს მატისი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცეს. მის კანდიდატურას მხარი სენატის 98 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, ერთი წევრი იყო.
აშშ-ის თავდაცვის ახალმა მდივანმა ჯეიმს მატისმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თანდასწრებით ფიცი დადო.
ამერიკის კანონმდებლობით, სამხედრო პირს აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტის დაკავება სამხედრო სამსახურის დატოვებიდან შვიდი წლის შემდეგ შეუძლია. შესაბამისად, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელმაც მატისს საშუალება მისცა, აღნიშნული თანამდებობა დაეკავებინა.
66 წლის გენერალი მატისი ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტ მაიკლ ფლინთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ პომპეოსთან ერთად შეუერთდა.
ოთხი ვარსკვლავის მქონე გადამდგარი გენერალი მატისი აშშ-ს თავდაცვის სფეროში „ცოფიანი ძაღლის“ სახელითაა ცნობილი და მკაცრი ხასიათით გამოირჩევა.