აშშ უკრაინას 1 მილიარდს გამოუყოფს… თუკი, გენერალური პროკურორი საყვარელიძე იქნება

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ფინანსურ დახმარებას 1 მილიარდი დოლარის ოდენობით გამოუყოფს, თუკი უკრაინა შეელევა გენერალურ პროკურორს ვიქტორ შოკინს, რომლის საქმიანობით, უფრო სწორედ უმოქმედობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ უკიდურესად გაღიზიანებულია. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის დავით საყვარელიძის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი- წერს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა “ზერკალო ნედელი”

რადაში უკვე დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება შოკინის გადადგომის მოთხოვნით. ასე,რომ უკრაინის მომავალი გენერალურ პროკურორად მალე შესაძლოა დავით საყვარელიძე და უკრაინაში “ქართული დაჭერების” მოდიფიცირებული ვერსია ვიხილოთ.

Comments
Loading...