ასი წლის ტყუპი დების ხანდაზმულობის საიდუმლო
ბრიტანეთში მცხოვრები რენე და ფილი, როგორც მათ ახლობლები ეძახიან, 1916 წლის 20 ნოემბერს, 25-წუთიანი ინტერვალით დაიბადნენ. ისინი ერთად დადიოდნენ სკოლაში, მუშაობდნენ კერამიკის ქარხანაში და ამჟამად ერთ სახლში ცხოვრობენ.
რენე და ფილი იდენტური ტყუპი არ არიან. მათ განსხვავებული გარეგნობა და ხასიათები აქვთ. რენე – ყოველთვის მშვიდი, ხოლო ფილი ცელქი გოგონა იყო და 100 წლისაც კი არ იშლის დასთან კინკლაობას.
მათი უფროსი და დოროთი 2006 წელს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. რენესა და ფილის მეუღლეები სამუელი და რეი ამ ქვეყნიდან 90 წლის ასაკში წავიდნენ.
აირინს შვილი არ ჰყავს, მაგრამ ფილისის 58 წლის ვაჟი კარლი დედაზე და დეიდაზე ერთნაირად ზრუნავს. ის და მისი მეუღლე პატრიცია მოხუცების სახლში ყოველდღე მიდიან, თუმცა კარლი ამბობს, რომ დედა და დეიდა, სოლიდური ასაკის მიუხედავად, გამუდმებულ მზრუნველობას არ საჭიროებენ.
დები ყოველ წელს ერთად აღნიშნავენ საკუთარ დაბადების დღეს. გამონაკლისი არც 100 წლის იუბილე ყოფილა, როცა 48 სტუმარს უმასპინძლეს.
დებმა სტუმრებს სთხოვეს, რომ საჩუქრებისთვის განკუთვნილი ფული სასწრაფო დახმარების ავიასამსახურისთვის გადაერიცხათ.
ტყუპების თქმით, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო ძალიან მარტივია: მძიმე შრომა და კარგი კვება.
აირინისა და ფილისის გარდა, დიდ ბრიტანეთში ასწლიანი ტყუპის კიდევ ხუთი წყვილია. ასი წლის იუბილეზე ყოველმა მათგანმა ინგლისის დედოფლისგან მისალოცი ბარათი მიიღო