ასოცირების ხელშეკრულება ევროპის ყველა სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებულია

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება ევროპის ყველა სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებულია.

როგორც რიგგარეშე სხდომაზე უსუფაშვილმა განაცხადა, ბელგია ევროკავშირის ქვეყნებიდან 28-ე, ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია დასრულებული არ ჰქონდა და მან ეს პროცესი დაასრულა.

„ბრიუსელიდან ისევ კარგი ამბავი მოვიდა“, – დასძინა უსუფაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.