ასპარეზზე პატარკაციშვილის ჯგუფი გამოვა — პოლიტიკაში ახალი ძალა მოდის

ივანიშვილს გონია რომ თავი ქუდში აქვს, 100 %-ით არის დარწმუნებული რომ არჩვენებს მოიგებს და მის გუნდს საფრთხე არ ემუქრება. არადა პოლიტიკურ კულისებში ძალიან დიდი მზადება მიდის. სულ მალე პოლიტიკურ ასპარეზზე პატარკაციშვილის ჯგუფი გამოვა- ირაკლი რუხაძე და ლევან გაჩეჩილაძე, იგივე გრეჩიხა.
აცხადებს «ასავალ- დასავალთან» საუბარში ყოფილი პარლამენტარი, ვალერი გელბახიანი.
მისი თქმით, მათ ხელში უკვე ორი ტელევიზიაა- „მაესტრო“ და „იმედი“.
«მეორე ფრონტზე პაატა ბურჭულაძე და ბანკირები იქნებიან, მათ მხარს პრეზიდენტი დაუჭერს. ამ მხრიდანაც მოსალოდნელია სერიოზული ფინანსების ჩადება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც 5 პროცენტს მაინც წაიღებენ: ალასანია, ბურჯანაძე, პატრიოტთა ალიანსი და ა.შ მოკლედ , წინა პლანზე პოლიტიკური და ეკონომიკური ბიზნესის დომინანტი გამოდის და არა პიროვნებები. თავის დროზე რა თამაშიც ითამაშა ივანიშვილმა ბადრის ბანაკის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მერწმუნეთ ივანიშილს დიდი საფრთხე ელის და ტყუილად სძინავს მშვიდად», — აცხადებს გელბახიანი.
მისი თქმით, ბადრი პატარკაციშვილი საფლავში ბრალდებულის სტატუსით წევს და მისი ღირსება აღდგენილი არ არის. ის რაც ბადრი პატარკაციშვილმა დაიწყო, დასამთავრებელია.
მისივე თქმით, ივანიშვილის ფული არჩევნებში დომინანტი აღარ იქნება, პატარკაციშვილები მილიარდების პატრონები არიან და ისინი მარტივად შეძლებენ გამკლავებას იმ რესურსთან , რაც ივანიშვილს აქვს.
«არჩევნებში დომინანტი ივანიშვილის ფული აღარ იქნება, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რა უხვად გასცა დაპირებები არჩვენების წინ , რომელთა უმრავლესობაც არ შესრულებულა «, — აცხადებს გელბახიანი.
ვალერი გელბახიანი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებაზეც საუბრობს და ამონს, რომ ის მოკლეს.
«ვერსიებიც მაქვს ვინ და რატომ მოკლა, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი. ამის დროც მოვა. »

წყარო

Comments
Loading...