ასწლოვანი ტიტასა და ევკალიპტის შემდეგ, აჭარიდან შეკვეთილში მაგნოლია გადააქვთ

ასწლოვანი ტიტისა და ევკალიპტის ხის შემდეგ, აჭარიდან შეკვეთილში მაგნოლიის ხე „მიემგზავრება“. მაგნოლიის ხე გურიის დენდროლოგიურ პარკში დაირგვება.
1597727011711795563105802460691625293617065n_0c79f
მცენარის ტრანსპორტირება საავტომობილო გზით გუშინ დაიწყეს და ამ დროისთვის მაგნოლიის ხე ბობოყვათის რკინიგზასთან არის გაჩერებული. სამუშაოებს კომპანია „ზიმო“ ახორციელებს.
download
კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზასთან“ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და რამდენიმე საათით სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზები ჩაიხსნება, რათა მაგნოლიის ხე ზღვამდე მიიტანონ.

მათივე თქმით, აღნიშნულ პროცედურას დაახლოებით, ორი საათი სჭირდება და ამით რკინიგზას პრობლემას არ შეუქმნიან.

არსებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარიდან შეკვეთილში კიდევ სამი ხის გადატანა იგეგმება.

Comments
Loading...