აჭარაში H1N1 ვირუსის 4 შემთხვევა ლაბორატორულად დადასტურდა.

აჭარაში H1N1 ვირუსის 4 შემთხვევა ლაბორატორულად დადასტურდა. 16 პაციენტის საეჭვო მონაცემები კი თბილისშია გადაგზავნილი. შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. დღეს ნუგზარ სურმანიძის უწყებაში საგანგებო თათბირი გაიმართა. ვისურული ინფექციების სეზონური მატება შეინიშნება, გამოძახებების რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ ამ ეტაპზე ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. ქვეყნის მასშტაბით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. ამ სეზონზე ე.წ. ღორის გრიპით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, ბათუმის ბაღების გაერთიანება. როგორც ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, მიღებულია პრევენციული ზომები. ბაღებში გაციებული აღსაზრდელები და თანამშრომლები არ დაიშვებიან.

Leave A Reply

Your email address will not be published.