აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი ჯაბა ბერიძე დაინიშნა.
ბერიძე უწყებაში შესყიდვებისა და ფინანსების მიმართულებას უხელმძღვანელებს.
ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კანდიდატურა იმ გამოცდილების მიხედვით შეარჩია, რაც ჯაბა ბერიძემ აჭარის საარქივო სამმართველოში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობისას დააგროვა.
ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის ახალი მოადგილე ბათუმის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და ფრაქცია “ბათუმის” წევრია. იგი მანდატის დათმობას არ აპირებს და ამბობს, რომ ეს კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
რაც შეეხება პირველ მოადგილეს, სოფიო ლაზიშვილმა ეს პოზიცია შეინარჩუნა. იგი დეპარტამენტში რამდენიმე წელია მუშაობს.