აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგიონის მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

ჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგიონის მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 14-მა მიიღო და ყველა მათგანმა აჭარის მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის გადაწყვეტილებით, ცვლილება მხოლოდ ორ უწყებაში განხორციელდა. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ინგა შამილიშვილი, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრობის კანდიდატად ზაალ მიქელაძე დამტკიცდა. რამაზ ბოლქვაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ინარჩუნებს. ამასთან, თანამდებობაზე დარჩა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე.

სამთავრობო გუნდის დასამტკიცებლად დეპუტატთა 11 ხმა იყო საჭირო.

 

 

წყარო: ipn.ge

Comments
Loading...