ათათურქის აეროპორტში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს

სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებული“ქურთისტანის მუშათა პარტიის” წევრია და ის აეროპორტში თავის აფეთქებას გეგმავდა.

როგორც გამოცემა Sabah-ი წერს, ეჭვმიტანილი სტამბოლში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დიარბაქირიდან ჩავიდა.

წყარო: GHN.GE

Comments
Loading...