ათენში საფრანგეთის საელჩოს ხელყუმბარა ესროლეს

საბერძნეთის დედაქალაქში ორმა უცნობმა პირმა საფრანგეთის საელჩოს მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა. ამჟამად სამართალდამცველები ბოროტმოქმედებს ეძებენ.
თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა საელჩოს დაცვის თანამშრომელი, უმნიშვნელოვნად დაზიანდა დიპლომატიური მისიის შენობა.
ამჟამად ათენის ცენტრში, სადაც საელჩო მდებარეობს, სატრანსპორტო მიმოსვლა აიკრძალა. როგორც „ბიბისი“ წერს, პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
მომავალ კვირას ათენს ვიზიტით აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ეწვევა.
როგორც მედია აღნიშნავს, საბერძნეთში მდებარე უცხო ქვეყნების დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმებს როგორც წესი, ქვეყანაში მოქმედი მემარცხენე რადიკალური დაჯგუფებები ახორციელებენ.

წყარო:ipn.ge

Comments
Loading...