აცტეკები – აცტეკთა ისტორია, იმპერიის აღზევება და დაცემა
აცტეკები მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხია. აცტეკური ენა — ნაუატლი იუტოაცტეკურ ენათა დიდ ჯგუფს განეკუთვნება. XII საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსული აცტეკები მეხიკოს ველზე შეიჭრნენ და დამკვიდრდნენ, აითვისეს მისი ძველი მოსახლეობის — ტოლტეკების, საპოტეკებისა და მიშტეკების მაღალი კულტურა და XIV საუკუნეში დაარსეს ქალაქი ტენოჩტიტლანი (ახლანდელი ქ. მეხიკო). 1427 წელს დაუკავშირდნენ ტესკოკოსა და ტლაკოპანის ქალაქ-სახელმწიფოებს, დაიმორჩილეს მთელი მეხიკოს ველისა და ცენტრალური მექსიკის მოსახლეობა და ადგილობრივი ტომთა კონფედერაციის სათავეში მოექცნენ. ითვლება, რომ ისინი ჩრდილოეთიდან მოვიდნენ და ლაპარაკობდნენ ნახუან ან ნახუატლ ენაზე. ეს ენა მიეკუთვნება უტო-აცტეკიან სალაპარაკო ჯგუფს. ის წააგავს პიმანის და შოშონების ენას დასავლეთ ამერიკიდან. მათი ლეგენდების თანახმად აცტეკები ეს არის მომთაბარე ტომი, რომელიც ოცნებობდა მიწაზე. როდესაც ისინი მეხიკოს ხეობაში შევიდნენ, მათ დაიპყრეს იქ მცხოვრები ხალხი და დაახლოებით 1325 წელს დაარსეს ტენოჩტიტლანი — დღევანდელი მეხიკო. აქ ისინი დასახლდნენ და სხვა ტომების დასაპყრობად გაეშურნენ. მალე ტენოხის აცტეკებმა შექმნეს აცტეკების კონფედერაცია და გახდნენ მასში დომინანტები. აცტეკები თავისი სიძლიერის მწვერვალზე იყვნენ, როცა ისინი ესპანელებმა დაიპყრეს.
როდესაც ერნან კორტესმა და მისმა ესპანელემა ჯარისკაცებმა მიაღწიეს მეხიკოს ხეობას 1519 წ. მათ იპოვეს ჩინებული ქალაქი რომელიც იდგა კუნძულზე — ტბაში. სამი განიერი დამბა მიდიოდა უდიდეს თეთრ სასახლეებთან და მოხატულ ტაძრებთან პირამიდების თავზე. ეს იყო მათი დედაქალქი ტენოჩტიტლანი. მისი გრანდიოზულობა აჩვენებდა აცტეკების ძალაუფლებასა და სიმდიდრეს. ქალაქიდან მათი არმიები დასაპყრობად გადიოდნენ. ქალაქში შედიოდა ხარკი დაპყრობილი დამოკიდებული ხალხებისგან, როგორიცაა სურსათი, თიხის ნაკეთობები, ოქრო, ჟადეიტი, ფირუზი და მოზაიკები. გარდა მტვირთავებისა ქალაქში შემოდიოდნენ აგრეთვე დატყვევებული ჯარისკაცები, რომლებიც მსხვერპლად უნდა შეწირულიყვნენ აცტეკი ღმერთებისადმი. როდესაც ესპანელები მოვიდნენ, აცტეკები მართავდნენ ტერიტორიას მექსიკის ყურიდან კორდილიერებამდე და სამხრეთით დღევანდელი გვატემალის ტერიტორიამდე. ამის მიუხედავად მათ იმპერატორს მონტესუმა II-ს, არ ჰქონდა კარგად ორგანიზებული იმპერია. როდესაც ვასალური ქალაქები ან ტომები აჯანყდებიდნენ, იგი იძულებული ხდებოდა თავიდან დაეპყრო ისინი. მას არ ყავდა გუბერნატორები ან მდგომი ჯარები რომ გაეკონტროლებინა იმპერიის ყოველი კუთხე. სახელმწიფო სტრუქტურის ეს სისუსტე დაეხმარა ესპანელებს მეომერი აცტეკების დაპყრობაში. მათ ეს სულ რაღაც 2 წელში მოახერხეს. თავის კომპანიაში კორტესს აჯანყებული ტომებიც მიეხმარნენ. კორტესის მოსვლისას აცტეკებს ყველაზე განვითარებული ცივილიზაცია ჰქონდათ ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა იგი ორიგინალობით არ გამოირჩეოოდა. როდესაც ისინი იპყრობდნენ რეგიონს ისინი იერთებდნენ უფრო ადრე განვითარებული ხალხის კულტურას, როგორიცაა ზაპოტეკების, მაიას, ტოლტეკების და სხვ.
აცტეკები თავის სიმდიდრესა და ძალაუფლებას იმისთვის იყენებდნენ რომ დედაქალაქში ბრწყინვალე ცხოვრება შეექმნათ. მონტესუმა მდიდრულ სასახლეში ხოვრობდა. მის ირგვლივ უამრავი თავადი და ათასობით მონა იყო. სასახლეში ასევე უამრავი ბაღი და სამხეცე იყო მოწყობილი. ქალაქის ქუჩები და სასახლეები, მეეზოვე მონების მიერ ყოველთვის მოწესრიგებული და სუფთა იყო. უცნაურად მოტივტივე კუნძულები გარს ეკვროდა მთავარ ოვალურ კუნძულს. ფერმერები უშნო, დაწნულ სახლებში ცხოვრობდნენ, ხოლო სხვა მოხელეები ქალაქის შედარებით ძველ ნაწილში ალიზისა და ქვის შენობებში იყვნენ განლაგებულნი. ყოველი სახლის ირგვლივ შიდა ეზო და ღობე იყო, რაც თავის მხრივ სახლს ტბის ადიდებისგან იცავდა. აცტეკთა უმრავლესობას ფერმერები შეადგენდნენ. მათში ჭარბობდა ასევე ოსტატები და ვაჭრებიც.
აცტეკების ცხოვრებაში რელიგია უძლიერესი მაკონტროლებელი ძალა იყო. არქიტექტურასა და მხატვრობაში მათი უდიდესი მიღწევები სწორედ ტაძრების მოხატვასა და მშენებლობაშია მიღწეული. მათ ჰქონდათ ნახატობრივი დამწერლობა, იეროგლიფები და ციფრების აღნიშნვები, რომლებითაც ისინი რელიგიურ დღესასწაულებსა და ისტორიულ მოვლენებს იწერდნენ. მაიასგან მათ მზის კალენდრის გამოყენება ისწავლეს. ამ ცოდნის მეშვეობით მათი ქურუმები ყველაზე სწორ კალენდარს ადგენდნენ. ალმანახი იძლეოდა ცოდნას მოძრავი და უძრავი დღესასწაულების შესახებ, აგრეთვე მასში ეწერა ღვთაებების სახელები, თარიღები და დრო, თუ როდის უნდა გამართულიყო ლოცვა.
აცტეკები ღმერთების დიდ რაოდენობას ეთაყვანებოდნენ, რომლებიც ბუნების სტიქიებს განასახიერებდნენ. ღმერთების საპატივსაცემოდ და ბოდიშის მოსახდელად ტარდებოდა უთვალავი დღესასწაული და ცერემონია, რომლებშიც ადამიანთა მსხვერპლშეწირვა თამაშობდა უდიდეს როლს. რადგანაც სიცოცხლე ადამიანისთვის ყველაზე მთავარი იყო, ეს ღმერთებისადმი ყველაზე ძვირფას საჩუქარად ითვლებოდა. რაც უფრო ძლიერდებოდა აცტეკების იმპერია მით უფრო მეტი სიცოცხლე და სისხლი სჭირდებოდათ ღმერთებს. ტენოჩტიტლანის დიდი პირამიდის გახსნისას 20000 ტყვე მოკლეს. როდესაც ტყვეები პირამიდის კიბეებზე აიყვანეს, ქურუმებმა ისინი დანებით გაფატრეს და გულები ამოაცალეს, შემდეგ კი პირამის კიბეებიდან დააგორეს. ზოგჯერ აცტეკები კანიბალიზმსაც მიმართავდნენ და მსხვერპლის ხორცს სჭამდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ამით მათ ძალას მიიღებდნენ. მსხვერპლად შეწირულები კი საიქიოში საუკეთესო ადგილას მოხვდებოდნენ.
ესპანელები ამ რიტუალებით შეძრულნი იყვნენ. მათ ყველა ტაძარი დაანგრიეს, რათა ძველი რელიგია განედევნათ. მისიონერები, რომლებიც ხალხში ქრისტიანობის გასავრცელებლად მიდიოდნენ, ნებისმიერ აცტეკურ ტაძარს ანგრევდნენ და ამას იმით ხსნიდნენ, რომ ’’ეშმაკის ტაძრებს” ანადგურებდნენ. როდესაც ძველ ტაძარს დაანგრევდნენ, მის ადგილს კათოლიკურ სალოცავს აშენებდნენ.
მათი სავაჭრო სისტემა იმპერიის შორეულ ნაწილებს ტენოჩტიტლანთან აერთიანებდა. ჯარისკაცები ვაჭრებსა და მტვირთავთა ჯგუფებს იცავდნენ, რომლებსაც მძიმე ლოდები გადაჰქონდათ. ვინაიდან მათ არ ყავდათ გადამზიდი ცხოველები, მოსავალი უახლოესი ფერმებიდან დედაქალაქში. კანოეებით მოჰქონდათ. მათი მოსავალი მარცვლები, ხორბალი, კაკაო, ლობიო, წიწაკა, ბადრიჯანი, თამბაქო, პომიდორი, ინდაურები და ბამბა იყო. ისინი ფულის ნაცვლად იყენებდნენ ბარტერებს, ხოლო ხურდის ნაცვლად კაკაოს მარცვლებს იყენებდნენ.