აუდიტის სამსახური – წელს ყველაზე მეტი ფულადი შემოწირულობა ქართულმა ოცნებამ მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების ჯამური შემოწირულობების შესახებ დასკვნას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ ფულადი შემოწირულობის სახით მიღებული აქვს 526, 000 ლარი, ხოლო არაფულადი შემოწირულობით კი 10.095 ლარი, რაც მთლიანობაში ჯამური სახით 536.355 ლარს შეადგენს.
მეორე ადგილზე იმყოფება “თავისუფალი დემოკრატები”. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანახმად, „თავისუფალ დემოკრატებს“ ფულადი შემოწირულობის სახით ჯამში მიღებული აქვთ 279, 710 ლარი, ხოლო ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ 260,240.73 ლარი. ამავე მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ჯამური შემოწირულობა 171,170.50 ლარს შეადგენს, ხოლო საქართველოს რეპუბლიკური პარტიის 29,368 ლარს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, წლის განმავლობაში წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების ჯამურმა შემოწირულობებმა ფულადი სახით 1,341,031.83 ლარი შეადგინა, ხოლო არაფულადით კი 39,965 ლარი. საერთო ჯამში პოლიტიკური პარტიების შემოწირულობამ სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, 1,409,319.83 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები

Leave A Reply

Your email address will not be published.