“აუდიტორია 115” აქციას მართავს – აქტივისტებმა ქუჩა გადაკეტეს

აუდიტორია 115, პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას მართავენ. უნივერსიტეტის შენობასთან აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები შეკრებნენ. მათ აქციის მონაწილეებს საკუთარ მოთხოვნები გააცნეს. 

რუსთავი2-ის ინფორმაციით, ისინი ქვეყანაში შრომითი ინსპექციის შექმნას, შრომის უფლებების გაზრდას, ადკვატურ ანაზღაურებას და უსაფრთხო სამუშაო გარემო პირობებს ითხოვენ. 

მათთან ერთად იმყოფება პროფკავშირების ხელმძღვანელიც. აქცია მსვლელობით ვარდების მოედნისკენ დაიძრა, სადაც მათ პროფკავშირების წარმომადგენლები და როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შეუერთდებიან. 

ამ წუთას აქციის მონაწილეებს ქუჩა აქვთ გადაკეტილი.

ვარდების მოედნიდან ისინი პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

Comments
Loading...