„აუდიტორია 115“ განათლების მინისტრის მოწოდებას არ იზიარებს

“აუდიტორია 115“-ის წევრები განათლების და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ და განაგრძობენ თსუ-ს VI კორპუსის პიკეტირებას.

„ალექსანდრე ჯეჯელავა რას იტყვის, ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ განვაგრძობთ უნივერსიტეტის VI კორპუსის პიკეტირებას, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა „პირველთან“ საუბარში „აუდიტორია 115“-ის წევრმა გიორგი ჩიხლაძემ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ “აუდიტორია 115”-ის მისამართით დღეს განაცხადა, რომ „ეს არის სტუდენტების გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუშალონ თავის მეგობრებს სწავლაში და ეს ჩვეულებრივი დანაშაულია“.

„აუდიტორია 115“-მა 24 ნოემბერს დაიწყო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირება. მათი მოთხოვნაა, გაუქმდეს თვითმმართველობის არჩევნები, სტუდენტები პირდაპირი წესით აირჩეს საფაკულტეტო საბჭოში და კეთილმოეწყოს სტუდენტური საცხოვრებლები

Comments
Loading...