“აუცილებლად დადგება საქართველოში ის დრო, როდესაც თინა ხიდაშელი ციხეში აღმოჩნდება”

“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი თანაგუნდელებთან ერთად უკვე მე–9 დღეა, შიმშილობს. ირმა ინაშვილი ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასამდე ადამიანი შიმშილობს. მოშიმშილეები შუალედური არჩევნების შედეგების გაუქმებას, საარჩევნო გარემოს შეცვლას და თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების თინა ხიდაშელის და გიგლა აგულაშვილის გადადგომას მოითხოვენ.

ინაშვილმა დღეს მედიას ის ოქმები წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, დარღვევებით არის შედგენილი. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა სახალხო დამცველსაც მიმართა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.

“ეს არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლება მართალია, ამას არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არჩევნების გამყალბებელი ხელისუფლება. აუცილებლად დადგება საქართველოში ის დრო, როდესაც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ციხეში აღმოჩნდება. არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და ასეთი დანაშაული არავის არ შერჩება.

ის მაინც უნდა გაბედოს სახალხო დამცველმა, რომ მოვიდეს და მოშიმშილეების მდგომარეობა გამოიკითხოს, ასე რამ დაგამონათ და ასე ვინ შეგაშინათ”, – განაცხადა ინაშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.