“აუცილებლად უნდა დადგეს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი”


ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, უკრაინულ მედიაში წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეომასალის გავრცელებას ეხმაურება.

კახა კალაძე აცხადებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს, წინა ხელისუფლების დროს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ახალგაზრდებს ფაქტობრივად მომავალს უსპობდნენ.

“ყველას კარგად გვახსოვს როგორ უსწორდებოდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს, როგორ აუპატიურებდნენ ხალხს, ახალგაზრდებს ფაქტობრივად მომავალს უსპობდნენ. ჩვენ, ყველამ ერთად ეს წარსულს ჩავაბარეთ. გარდა იმისა, რომ კონკრეტული პიროვნებების სისხლის სამართლებრივი დანაშაულები იკვეთება, ისინი უნდა დაისაჯონ. ამ სისხლიანი რეჟიმის, “ნაციონალური მოძრაობის”, სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს აუცილებლად. გავრცელებული კადრები, წინა ხელისუფლების დროს არის გადაღებული. როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია და ის დაადგენს, თუ ვინ გაავრცელა”,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, 17 ოქტომბერს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

Leave A Reply

Your email address will not be published.