ავაკოვი სააკაშვილზე – მე თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი

უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი მის და სააკაშვილის ბოლო ინციდენტს ეხმაურება

“ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა ჩემ კითხვაზე მის მიმართ – რატომ ჰქონდა ურთიერთობა ურალხიმის რუს ოლიგარქთან ოდესის საპორტო ქარხანაზე და როგორ არის ეს დაკავშირებული ამ ქარხნის პრივატიზაციასთან, მან საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა.
ოდესის გუბერნატორი ისტერიკაში ჩავარდა და ყვირილი დამიწყო:
“არავის აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილს ასე ელეპარაკოს… შე კორუმპირებულო მინისტრო.. მე კი პატიოსანი ადამიანი ვარ..” – გადმოვიდა პირდაპირ შეურაცხყოფაზე.
მე თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი. დიდი ხანია არ მინახავს ასეთი შეშლილი პოპულისტი… არაფრის თქმის საშუალებას არ იძლეოდა, ყველას აწყვეტინებდა, მათ შორის პრეზიდენტსაც.
სააკაშვილი – ყბედი, რომელიც არაფერზე პასუხს არ აგებს… საკმარისია ჩემთვის არტისტები და ცირკის მსახიობები. საჭიროა მუშაობა და არა მეტიჩრობა! უხერხული კითხვები ისტერიკას იწვევს? – საკმარისია… არ ვაპირებ ავიტანო აგრესიული არამზადა, რომელიც ხმამაღალ საბაბს ეძებს თანამდებობის დატოვებისთვის, რომელმაც ჩააგდო სამუშაო თავის უშუალო სამუშაო ადგილზე. არ ვაპირებ ავიტანო თავხედი, რომელიც ჩემ ქვეყანას ატყუებს ლამაზი პოზით – ყველა ნეხვია და ის კი სუფთა… კორუმპირებულები უნდა დააპატიმრო, კი არ უნდა ილაპარაკო მათზე თვეობით და არ წარმოადგინო ფაქტები. თუ საყვარელიძე არ არის დაკავებული ამ ქარხნით? რა შუაშია აქ სააკაშვილის საუბრები ურალხიმთან?
ქარხანა ღიად უნდა გაიყიდოს – დასავლურ სახელოვან კომპანიაზე და არა ოფშორზე რუს ოლიგარქზე, რომელთანაც ლაპარაკობენ ჩინოვნიკები, რომლებიც ხმამაღალ ფრაზებს არიან ამოფარებულები.
უბრალოდ, საჭირო იყო სააკაშვილისთვის პასუხის გაცემა… მან კი აიწყვიტა… უწყინარმა კითხვამ ისტერიკა და შეურაცხყოფა გამოიწვია… ქურდს ქუდი აეწვა?!” – წერს ავაკოვი.

Leave A Reply

Your email address will not be published.