ავარია გონიოში – გარდაცვლილია 2 ადამიანი

გონიოში, დღეს დილით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი მძიმე მდგომარეობაშია და  საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვების შედეგად, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე სამაშველო- სასწრაფო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments
Loading...