ავარია თბილისში – ”ლაგუნა ვერესთან” ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, ”ლაგუნა ვერესთან” ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა., რის შედეგადაც დაშავებულია ერთი პირი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

Comments
Loading...