ავარია ციხისძირში – დაშავებულია 1 ადამიანი

აჭარაში, ციხისძირში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

შსს-ს ინფომაციით, დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამჟამად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდართან დაკავშირებითნ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...