ავარია ვარკეთილში – ერთი დაღუპული და ერთი დაშავებული

სამგორში, ვარკეთილის ხიდებთან, პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა.

 

თვითმხილველის თქმით, დანგრეულია მგზავრთა გაჩერების პუნქტი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
“პირველს” შსს-ში განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად, ერთი დაიღუპა და ერთი დაშავდა. გამოძიება 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანპორტით მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მისპობა გამოიწვია.
Comments
Loading...