„ავერსის“ კლინიკის სამშობიარო „ახალ სიცოცხლეში“ 43 წლის ქალმა მე-12 შვილი გააჩინა

„ავერსის“ კლინიკის სამშობიარო „ახალ სიცოცხლეში“ მამა ტარიელ ჟღენტის მეუღლემ, 43 წლის შორენა მონდაძემ მე-12 შვილი გააჩინა.

როგორც „ინფო 9“-ს „ახალი სიცოცხლეს“ სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამნეტის უფროსმა ალეკო დიაკონიძემ განუცხადა, შორენა მონდაძეს საკეისრო კვეთა ლია ჯანელიძემ ჩაუტარა, რომლის შედეგადაც, ქვეყანას სესილი ჟღენტი მოევლინა.

ახალშობილი 52 სანტიმეტრისაა და 4 000 გრამს იწონის. ჩვილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.