ავღანეთის პარლამენტთან ორი აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ორი აფეთქების შედეგად, მინიმუმ 21 ადამიანი დაიღუპა.

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საავადმყოფოში 70-მდე დაშავებულია გადაყვანილი.

აფეთქებები ქვეყნის პარლამენტთან იმ დროს განხორციელდა, როდესაც თანამშრომლები შენობას ტოვებდნენ.

პირველად თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა, მეორე აფეთქება კი, მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის მეშვეობით მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანის“ დაჯგუფებამ აიღო.

Comments
Loading...