ავღანეთსა და პაკისტანში მიწისძვრის შედეგად 360 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთსა და პაკისტანში, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 360 ადამიანი დაიღუპა. როგორც “ბიბისი” წერს, ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.
სტიქიური უბედურების შედეგად პაკისტანში 4 000-ზე, ავღანეთში კი 7 600-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაინგრა. ვრცელდება ინფორმაცია ათასობით დაშავებულზე.
7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს, ავღანეთის ჩრდილოეთში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ჰინდუქუშის მთიან რეგიონში, 212 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

Comments
Loading...