ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე ჭურვი ჩამოვარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჭურვი ჩამოვარდა.

ფაქტი იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ინფრასტრუქტურა და სამხედრო კონტიგენტი არ იყო განთავსებული.

როგორც „მოამბეს“ თავდაცვის სამინისტროს პრესოფიცერმა ლევან დგებუაძემ განუცხადა, შემთხვევის შედეგად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული კონტიგენტის არცერთი ჯარისკაცი არ დაშავებულა და ისინი უსაფრთხოდ არიან.

Comments
Loading...