ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ავღანეთში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის ჩრდილოეთში დაფიქსირდა. ეპიცენტრი მთიან რეგიონში, ქალაქ ჟარმიდან 45 კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში იგრძნობოდა.
ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერ არ ვრცელდება.

Comments
Loading...