ავღანეთში თავდასხმა მოხდა, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები

ავღანეთის პროვინცია კუნარში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40-ზე მეტი დაშავდა.

BBC-ის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, თავი პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მდებარე გუბერნატორის ოფისთან აიფეთქა.

დაღუპულთა შორის ერთი სამხედროა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები, რომლებიც აფეთქების დროს ახლომდებარე პარკში თამაშობდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

Comments
Loading...