ავიაკატასტროფა კუბაში – დაღუპულია 8 ადამიანი

ავიაკატასტროფას კუბაში მსხვერპლი მოჰყვა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

ან 26-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი მთას შეეჯახა და ჩამოვარდა. უბედური შემთხვევა არტემისისპროვინციაში მოხდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მომხდარს თავდაცვის უწყების სპეციალური კომისია იძიებს.

Comments
Loading...