ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ ონკოლოგიურ პაციენტებს მოუწოდებს, ფრენისგან თავი შეიკავონ, ან გამგზავრება გადადონ
ბოლო რამდენიმე დღის განავლობაში თბილისი-სტამბოლის შეჩერებული რეისების გამო, ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ განცხადებას ავრცელებს.
ავიაკომპანია განსაკუთრებით ონკოლოგიურ პაციენტებს მოუწოდებს, ფრენისგან თავი შეიკავონ, ან გამგზავრება რამდენიმე დღით გადადონ.
„ატლასგლობალი“ ფრენებს სტამბოლის მიმართულებით ამ დრომდე ვერ ახორციელებს. ავიაკომპანიის თვითმფრინავი უამინდობის გამო, სტამბოლის ნაცვლად, ანტალიაში დაეშვა.
„ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო, რეისი ნომრით 6795 თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, ანტალიის აეროპორტში დაეშვა
სტამბოლის ათათურქისა და გოგჩენის აეროპორტებში დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო, 600-ზე მეტი რეისი გაუქმდა.