ავსტრალიაში წამალი “ნუროფენი” ხმარებიდან ამოიღეს

ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ ფარმაკოლოგიური კომპანია Reckitt Benckiser აიძულა ტკივილგამაყუცებელი პრეპარატის “ნუროფენი” რამდენიმე სახეობა ხმარებიდან ამოიღოს.
სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიას ავსტრიელი მომხმარებელი შეცდომაში შეყავს. რეკლამის მიხედვით, “ნუროფენის” ეს სახეობები გამოიყენება სპეციფიური ტკივილებისას, მაგალითად წელის ტკივილისას, თუმცაღა პრეპარატებში იბუპროფენის სტანდარტული რაოდენობაა.
ამასთანავე, პრეპარატები ორჯერ ძვირი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი “ნუროფენი” ან სხვა ანალოგიური ტკივილგამაყიჩებლები.

საქმე სასამართლოში ავსტრალიის კონკურენციის და მომხმარებელთა ბაზრის კომისიის მიერ იქნა ინიცირებული. სულ საჩივარი “ნუროფენის” ოთხ სახეობაზე შევიდა, მათ შორის წელის ტკივილის, მენსტრუაციის, თავის ტკივილებზე განკუთვნილზე.
კომპანიას სამი თვე აქვს იმისთვის, რომ “ნუროფენის” ეს სახეობები ამოიღოს გაყიდვიდან.

Leave A Reply

Your email address will not be published.