ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა შეიცვალოს

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებული მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა შეიცვალოს. ამ დროისთვის კი ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი კონსულტაციები მიმდინარეობს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. ინიციატივის ავტორი შს სამინისტროა.

„მანქანების განბაჟებისთვისაც უფრო შეღავათიანი რეჟიმი იქნება, რათა მათ, ვინც მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ყიდულობდა, განბაჟების შემცირების ხარჯზე, მარცხენასაჭიანი მანქანები უფრო ხელმისაწვდომი გაუხდეთ. იქნება ზღვრული მაჩვენებელი რაციონალური წლოვანებიდან გამომდინარე, როცა ავტომობილის განბაჟება უფრო იაფი იქნება”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა

reportiori.ge

Comments
Loading...