დღეს, 16 დეკემბერს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 93 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით, სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე აქციზის საფასური ძვირდება.
“საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული კანონპროექტს პარლამენტმა 103 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
ინიციატივის მიხედვით, ძვირდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი [სამჯერ] ავტომობილების, საწვავის და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, რაც ავტომატურად გამოიწვევს ავტომანქანების გაძვირებას. ხოლო მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადი უწესდებათ. ასევე, ძვირდება თამბაქოს აქციზის საფასური და აზარტული თამაშის მოსაკრებლის რაოდენობა.
წყარო : NETGAZETI.GE