ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურში

ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურში. BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან სანაპიროზე გადავარდა. შემთხვევის დროს მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა. არცერთ მათგანს სხეულის დაზიანება არ აქვს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. მძღოლის განმარტებით მანქანა მოცურდა, რის გამოც საჭის დამორჩილება ვერ მოახერხა.

Leave A Reply

Your email address will not be published.