ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – დაშავებულია 5 ადამიანი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა  მოხდა.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

Comments
Loading...