ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ  ორი ადამიანი, რომლებიც ხაშურის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოიძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ დეტალები ზუსტდება.

ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია.

 

 

gnn.ge

Comments
Loading...