აზერბაიჯანი საქართველოს ბაზარზე პოზიციების დათმობას არ გეგმავს

აზერბაიჯანი საქართველოს ბაზარზე პოზიციების დათმობას არ გეგმავს. ქვეყნის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი დღეს პირადად ათანხმებდა აზერბაიჯანული გაზის მოწოდების საკითხებს საქართველოს მთავრობასთან.

გაზპრომთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გასარკვევად თბილისში არამხოლოდ სოკარ ჯორჯიას ხელმძღვანელი, არამედ თავად აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტი ჩამოვიდა.

შეხვედრები პრემიერთან შედგა. შეხვედრის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა დღესაც განმარტა, რომ ზამთარში, როდესაც ქვეყანა ბუნებრივი აირის ყველაზე მეტ რაოდენობას – დღეში 11 მილიონ კუბურ მეტრ აირს მოიხმარს, დეფიციტის დასაფარად რუსული გაზია საჭირო.

კომპანია სოკარი კი ექსპერტებთან ერთად აზერბაიჯანული მილსადენის გამტარიანობის გაზრდაზე იმუშავებს, იმისთვის, რომ ბაქომ თბილისს უფრო მეტი გაზი მიაწოდოს.

დღევანდელ შეხვედრაზე, აზერბაიჯანული გაზის ტარიფის საკითხი არ განუხილავთ. ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება რა ფასს გადაუხდის რუსული გაზპრომი ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოს.

ზამთარში არსებული ენერგოდეფიციტის შესავსებად საქართველო გაზსაცავის მშენებლობას 2016 წლიდან იწყებს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამ პროცესში აზერბაიჯანიც მიიღებს მონაწილოებას.

ავტორი: ნათია გოგსაძე.

Comments
Loading...