აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის მიერ პროვოკაციების გაგრძელების შემთხვევაში, სომხეთს დიდი მსხვერპლის შესახებ აფრთხილებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 დეკემბერს, დილით, აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მცდელობისას, სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ჯგუფს აზერბაიჯანის არმია მოულოდნელად თავს დაესხა.
აზერბაიჯანელი ჯარისკაცი გურბანოვ ჩინგიზ სალმან ოღლუ ინციდენტის შედეგად დაკარგულად ითვლება. მის საპოვნელად შესაბამისი ოპერაციები მიმდინარეობს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯან-სომხეთის საკონტაქტო ხაზზე 29 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირებისას, სომხეთის 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 1988 წელს დაიწყო. ეს ომი რამდენიმე წელი გრძელდებოდა, რომელიც 1994 წელს ზავით დასრულდა. 1994 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას.
ომის დასრულების შემდეგ, შეიქმნა მინსკის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც კონფლიქტის მოსაგვარებლად რამდენიმე სახელმწიფო გაერთიანდა, თუმცა, კონფლიქტი წლების მანძილზე გაყინული იყო.
ტერიტორიაზე მოსახლეობის უმრავლესობა სომეხია, თუმცა, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანელებიც ცხოვრობენ. მათი დიდი ნაწილი 1988 წლის ომის პერიოდში გადასახლდა აზერბაიჯანში.