აზერბაიჯანში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შორის მამაკაცები ჭარბობენ

აზერბაიჯანში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შორის მამაკაცები ჭარბობენ.

აზერბაიჯანული პრესის ინფორმაციით, ბოლო ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემებით, ოჯახებში საყოფაცხოვრებო კონფლიქტების დროს, მსხვერპლთა შორის მამაკაცები მომრავლდნენ.

აზერბაიჯანის საყოფაცხოვრებო ძალადობის საინფორმაციო ბანკში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მსხვერპლათა შორის 85.5 პროცენტი მამაკაცები არიან. ქალები კი მსხვერპლთა 15.5 პროცენტს შეადგენენ.

მამაკაცები ხშირად ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლიც ხდებიან.

„ძალადობა შეიძლება ოჯახის წევრის მხრიდან განხორციელდეს -მაგალითად, მამაკაცმა მამაკაცი დაჩაგროს, მამაკაცმა – ქალი, თუმცა არასწორი იქნება იმის თქმა, ქალები არ ახდენენ ძალადობას. ცნობილია ისეთი ფაქტებიც, როდესაც ქალებმა მამაკაცები მოკლეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Comments
Loading...