აზერბაიჯანში ვულკანი ამოიფრქვა

აზერბაიჯანში ვულკანი “ახტარმა-ფაშალი” ამოიფრქვა. როგორც “ეხო კავკაზა” იტყობინება, სტიქიური მოვლენა ადგილობრივი დროით 03:00-ზე დაფიქსირდა.
ამოფრქვევა რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ვულკანი “ახტარმა-ფაშალი” აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი ვულკანია. ის ბაქოდან 120 კილომეტრში მდებარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიას რაიმე დამანგრეველი შედეგი არ მოყოლია. მეცნიერმა გეოლოგებმა უკვე დაიწყეს შესწავლა, თუ რამ განაპირობა ვულკანის აქტიურობა.
“ახთარმა-ფაშალი” პირველად 1984 წელს ამოიფხვრა.

Leave A Reply

Your email address will not be published.