აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სირიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალის მკვიდრი, 30 წლის ბესლან მუხტაროვი დაიღუპა.

როგორც “საზოგადოებრივი მაუწყებელი” აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, მუხტაროვი საქართველოდან სირიაში 2015 წლის ოქტომბერში წავიდა და დაჯგუფება “ჯაბჰათ ალ ნუსრას” წევრი იყო.

მათივე ინფორმაციით, ის ავიაიერიშების შედეგად დეკემბერში გარდაიცვალა.

ბესლან მუხტაროვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში დღემდე არ გავრცელებულა.

Comments
Loading...