აზერბაიჯანული “სოკარი” რუსულ “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს იწყებს

აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანია “სოკარი”, რუსულ “გაზპრომ”-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნული მოლაპარაკებები გაზის სვოპ-რეჟიმში ყიდვა-გაყიდვას ეხება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საუბარი არ ეხება აზერბაიჯანისგან რუსულ გაზზე უარის თქმას.

“თუ აზერბაიჯანულ მხარეს არ დააკმაყოფილებს შეთავაზებული პირობები, შეთანხმებას ხელი არ მოეწერება. აზერბაიჯანს აქვს ბუნებრივი აირი, თუმცა ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი მოცულობა. აღნიშნული თანამშრომლობა დამოკიდებულია მისაღებ თანხობრივ შემოთავაზებებზე”, – აცხადებს კომპანია “სოკარი”.

haqqin.az

Leave A Reply

Your email address will not be published.