ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა

80 წლის ასაკში ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბაჩანა ბრეგვაძე გარდაიცვალა.

ბრეგვაძე ეკუთვნის წიგნები: “ანტიკური ცივილიზაციის გვირგვინი”, “ბლეზ პასკალი”, “მარკუს ავრელიუსი”, “მიქელანჯელოს პოეზია”, “სოკრატე”, “ფსევდო- ლონგინე”, “არისტოტელეს პოეტიკა”, “ნიკოლო მაკიაველი”, “დანტეს ახალი ცხოვრება” (თ. ჩხენკელთან ერთად).

ბაჩანა ბრეგვაძემ თაგმნა “ახალი აღთქმა”, სერვანტესის “დონ – კიხოტი”, ჰ. იბსენის “დრამები”, ნ. მაკიაველის “მთავარი”, ნეტარი ავგუსტინის “აღსარებანი”, “იტალიური ზღაპრები”, ევრიპიდეს “მედეა”, ლ. პირანდელოს “ჰენრიხ IV”, ა. ბერგსონის “ცნობიერების უშუალო მონაცემები”, ა. ეგზიუპერის “პატარა უფლისწული”, პლატონის “ადრეული დიალოგები”, “ფედონი”, “ნადიმი”, “იონი”, “დიდი პიპია”, “მენონი”, წმინდა ოთხთავი – “ოთხი სახარება” (მინიატურული გამოცემა), შ. დელის “ბიზანტიის იმპერიის ისტორია”, ა. შოპენჰაუერის “ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები”, ორტეგა ი გასეტის “მასების ამბოხი”, “ხელოვნების დეჰუმანიზაცია”.

მწერალი დაჯილდოებულია ღირსების ორი ორდენით (1995 და 2005წ.), სხვადასხვა დროს მიენიჭა ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და დავით აღმაშენებლის პრემიები.

ბრეგვაძე ასევე ლიტერატურული პრემია “საბას” ორგზის ლაურეატი გახდა 2007 წელს და 2004 წლებში.

მწერლის გარდაცვალების გამო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს:

“გული დამწყვიტა ცნობამ ფილოსოფოსის, მთარგმნელისა და მწერლის ბააჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების შესახებ. ბატონი ბაჩანას მთარგმნელობითი, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა ბოლო ათწლეულების ქართული ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფურცელია. ამ მძიმე წუთებში ბატონი ბაჩანას ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვწუხხვარ და თანადგომას ვუცხადებ მათ.”

Comments
Loading...