ბაგა–ბაღები ბავშვებს გაურკვეველი წარმოშობის ქათმის ხორცს აჭმევენ

რას აჭმევენ თბილისის საბავშო ბაგა–ბაღებში აღსაზრდელებს საქონლის ხორცის ნაცვლად? რა ტაქტიკა აირჩია თბილისის მერიამ არასასურველი დირექტორებისა და მათი მოადგილეების თავიდან მოსაშორებლად? მზია ფაილოძე– “არმოჩნდა, რომ თბილისის ბაგა–ბაღების სააგენტოს მიერ ჩატარებული კვების ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები, ვერ აკმაყოფილებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მაგალითად ასეთი აღმოჩნდა ტომატ–პასტა და ჯემები, რომლებიც გახლდა გაურკვეველი წარმოშობის. ხორცი არ მიეწოდებოდა ისანი–სამგორის, დიდუბისა და კიდევ რამოდენიმე რაიონს. იმ მოტივით რომ ბავშვები ხორცის გარეშე არ ჰყოლოდათ, ამ ხნის განმავლობაში კვებავდნენ გაურკვეველი წარმოების გაყინული ქათმის ფილესგან დამზადებული კერძებით. დირექტირები კი ვერ იღებენ ხმას, რადგან ბაღების სააგენტოს უფროსის, თემურ თორდინავას შიში აქვთ. იციან მერე რაც მოჰყვება მათ ამ პროტესტს. სააგენტოში ტაქტიკა აქვთ შემუშავებული ასეთი, თუ ბაღის თანამშრომელმა რაიმე დააშავა, ხსნიან დირეტორს. თუ მათი ეს ლოგიკა გამართლებულია, მაშინ,ნარმანიას რამდენი თანამშრომელი იქნება დაჭერილი ქრთამზე და ა.შ მაშინ ნარმანიამ რატომ არ აგო პასუხი? ესაა შერჩევითი სამართალი!” აცხადებს საქართველოს სკოლამდელი განვითარების უფლებების დაცვის თავმჯდომარე -მზია ფაილოძე

Leave A Reply

Your email address will not be published.