ბაია გადაბაძე „მაესტროს“ გენდირექტორობიდან გადააყენეს

ბაია გადაბაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ გენდირექტორობიდან გადააყენეს, მის მოვალეობას ლევან გაჩეჩილაძე შეასრულებს. ამის შესახებ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი მფლობელის მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა ჟურნალისტებს.

გადაწყვეტილება ტელეკომპანია „მაესტროს“ პარტნიორთა კრებაზე მიიღეს, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.

ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) გახდა. მან ტელეკომპანიის 55%-იანი წილი შეიძინა.

Comments
Loading...