ბაია გადაბაძე – მივმართავ უკიდურეს ზომებს!

„ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული. მე არ მჯერა, რომ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს უნდა „მაესტროს” აღორძინება. მე მივიღე შეთავაზება გია და ლევან გაჩეჩილაძეებისგან, რომ დავრჩენილიყავი ამ არხზე, მაგრამ თუ არ მექნა ბერკეტი, გავაკონტროლო სარედაქციო პოლიტიკა, მაშინ ჩემს არ დარჩენას ყველანაირი აზრი ეკარგება. მივმართავ იმ უკიდურეს ზომას, რისი მიმართვაც არ მინდოდა. მივდივარ საჯარო რეესტრში, რომ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. მივმართავ ასევე იუსტიციის სამინისტროს, არ დააფიქსირონ ეს გადაწყვეტილება. საფრთხის ქვეშ დადგება ამ ტელეკომპანიის ბედი! მე არ მჯერა ფულის წარმომავლობის კეთილშობილების!” – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

Comments
Loading...